მოხდა ის, რასაც დიდი ხანი ვპროგნოზირებდით - ივანიშვილმა დაკარგა მისი ერთადერთი მოკავშირე ევროპაში! ორბანის დამარცხება მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური დინამიკისთვის, ევროპული პოლიტიკისთვის, ევროპა-რუსეთის ურთიერთობისთვის და ცხადია, უკრაინისთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა წერს.

"ჩვენთვის მთავარი ისაა, თუ რას ნიშნავს ორბანის დამარცხება საქართველოსთვის - ეს არის უდიდესი შანსი საერთაშორისო ასპარეზზე ტოტალურად იზოლაციაში მოქცეული და კეთროვანად ქცეული ივანიშვილი, რომელმაც დღეს ევროპაში ბოლო რეალური მოკავშირე დაკარგა, ბოლომდე გავტეხოთ! 

სლოვაკეთში კი აფრინა ზებრა ბორინკამ, მაგრამ ფიცო ევროკავშირში ვეტოს სიმძიმეს ვერ აწევს, ანუ ვერ დაბლოკავს იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რასაც ორბანი ბლოკავდა, მათ შორის კონკრეტულად ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში. 

იცით, რომ პერსონალურ სანქციებს სჭირდება კონსენსუსი, რაც ორბანის პირობებში შეუძლებელი იყო, ახლა გაცილებით რეალურია. 

მოკლედ მძიმე გაზაფხული ელის რუს-ქართველ დიქტატორს. პუტინის საცეცები მარცხდებიან ყველგან და დამარცხდებიან საქართველოშიც! ჩვენ კი უნდა დავირაზმოთ გამარჯვებისთვის", - წერს ბოკუჩავა.

უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტია "ტისამ" გაიმარჯვა. ამ დროის მონაცემებით, პეტერ მადიარის "ტისას" პარლამენტში 199-დან 138 მანდატი ექნება, რაც კონსტიტუციურ უმრავლესობას წარმოადგენს. ორბანის პარტიას 55 მანდატი აქვს, კიდევ 6 მანდატი კი ულტრამემარჯვენე პარტიამ მიიღო. უნგრეთში 16-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანი თანამდებობიდან გადადგება.