ხომ არ შეიძლება, ყოველ წელს ამ ხალხმა იძახოს, რომ ომი საქართველომ დაიწყო?! რისთვის საუბრობენ ამას?! რევიზიას ატარებენ ყოველწლიურად და უკვე ყოველდღიურად, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოსთვის ომის დაბრალება ისევ საქართველოსთვის შემობრუნდება ცუდად.

"ხომ არ შეიძლება, ყოველ წელს ამ ხალხმა იძახოს, რომ ომი საქართველომ დაიწყო?! რისთვის საუბრობენ ამას?! არ მივანიჭოთ იმას მნიშვნელობა, ვინ 7-ში ადის და ვინ - 8-ში, ეს არ არის მთავარი წყალგამყოფი საქართველოს ისტორიისთვის, მთავარი არის ის, თუ ვინ დაიწყო ომი, ვინ იყო ომის ინიციატორი, ჩვენ ვართ მსხვერპლი ქვეყანა, თუ ვართ აგრესორები?! აგრესორს გმირები არ ჰყავს, აგრესორს ჰყავს სამხედრო დამნაშავეები და ამას აბრალებენ თავიანთ ქვეყანას. რაში სჭირდებათ?! მართლა მაინტერესებს, რატომ არ ხურავენ ამ ფურცელს, საქართველოსთვის ომის დაბრალების ფურცელი რატომ არ დაიხურა? ეს უკვე მორჩენილია და საერთაშორისო სამართალში დევს უძრავად, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, ეს ომი იყო მისი ინიციატივა, დაიწყო დიდი ხნით ადრე და სამხედრო მოქმედებებიც მან გახსნა, საქართველომ კი უპასუხა.

რევიზიას ატარებენ ყოველწლიურად და უკვე ყოველდღიურად. რისთვის არის ეს საჭირო, რა შეიძლება მოიტანოს ამან?! - არაფერი, გარდა საქართველოსთვის ამ ვითარების შემობრუნების. თუ საქართველო თავად იძახებს მისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომ მე დავიწყე ომი და სამხედრო დამნაშავე ქვეყანა ვარო, გიჟები კი არ არიან საერთაშორისო სასამართლოებში, ეს შეფასებადია, რას ვამბობთ ჩვენ აქ და ესენი ხვალ და ზეგ რომ არ იქნებიან, ეს განცხადებები დარჩება და იქ საქმეების განხილვა გაგრძელდება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.