ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ და სწრაფ პასუხს ახლავე, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პოლიტიკური ოპონენტის და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ იმის ნათელი დემონსტრირებაა, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს პოლიტიკური სუბიექტი. ეს მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ პასუხს ახლავე და ივნისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთქმედების სამომავლო ჩარჩოს შესახებ სერიოზულ დისკუსიას. დროულად რეაგირების არარსებობა არ ხსნის პასუხისმგებლობას“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყება.

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან თავად მივიდა და განაჩენის აღსრულებას იქ დაელოდა.