ირანი ისრაელში სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმებისთვის "აუტანლად მაღალ ფასს" გადაიხდის. დღეს საღამოს თეირანმა დაახლოებით 200 რაკეტა ისროლა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ისრაელ კაცის განცხადებით, ირანმა "წითელი ხაზები გადაკვეთა მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტების გაშვება“.

"ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მოქალაქეების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ აიათოლას რეჟიმმა ძალიან მაღალი ფასი გადაიხადოს თავისი საშინელი ქმედებებისთვის“, - აღნიშნა მან.

გავრცელებული ცნობით, ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშის შედეგად, 15 ადამიანი მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით დაშავდა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თავშესაფარში გადასულ მოქალაქეებს მისი დატოვება შეუძლიათ, თუმცა აფრთხილებს, რომ კვლავ მათ სიახლოვეს დარჩნენ.