საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას.

"საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა “ქართული ოცნების” რეჟიმის ე.წ. “საპარლამენტო კომიტეტთან” თანამშრომლობაზე და ის დააკავეს", - წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.