ქუჩის პროტესტმა და საერთაშორისო ვითარებამ უნდა მიაღწიოს შედეგად იმას, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი არჩევნები ბიძინა რუსისგან, როგორსაც თვითონ არ მოგვიტანს და არ გვაღირსებს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა ნოდარ ჩაჩანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთი სანქცია არ ყოფილა შემთხვევითი.

"2024 წლის საპარლამენტო არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მაგრად გააყალბა. რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას" თავისი საცეცები აქვს ყველგან. ყველა პოლიტიკოსს, ვინც ამ ყველაფერში ბრძოლას გადაწყვეტს, მივესალმები.

შემთხვევითი არ არის, რომ არ გვაქვს საერთაშორისო აღიარება. არცერთი სანქცია არ ყოფილა შემთხვევითი, ამაზე კოალიციები მუშაობენ. ქუჩის პროტესტი არის შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი, მით უმეტეს ქვეყნის შიგნით. ეს არის შედეგი გაყალბებული არჩევნების. 

მე დარწმუნებული ვარ, ბევრს აქვს გააზრებული, რომ ბიძინა რუსს ასეთი არჩევნებით ვერ გავუშვებთ და ამაზე თუ ჩვენ - ქუჩა, პოლიტიკა და ყველა არ შევთანხმდით, რომ ამ არჩევნებში ბიძინას ვერ დაამარცხებ, ძალიან გაგვიჭირდება.

ქუჩის პროტესტმა და საერთაშორისო ვითარებამ უნდა მიაღწიოს შედეგად იმას, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი არჩევნები ბიძინა რუსისგან, როგორსაც თვითონ არ მოგვიტანს და არ გვაღირსებს", - განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ.