"ქართულ ოცნებას“ არათუ მორალური, არამედ პოლიტიკური უფლება აღარ აქვს, ვინმეზე ან რამეზე ისაუბროს. მათი ერთადერთი ინსტრუმენტია რეპრესია და ტერორი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

"ცინიკურია „ქართული ოცნების“, ქურდული ოცნების და მისი წარმომადგენლის პაპუაშვილის განცხადება, როდესაც ჯარს პარავ ფულს, საბავშვო ბაღში პატარებს პარავ ​ულუფას, ანგრევ სკოლებს, არ აშენებ და მიტოვებულია სარეაბილიტაციოდ გამზადებული შენობა-ნაგებობები, ხალხს მხოლოდ უძვირებ ცხოვრებას და ჰპირდები, რომ გაგიიაფებ ცხოვრებასო, ამ ყველაფრის შემდეგ კი უფრო და უფრო ძვირდება. „ქართულ ოცნებას“ არათუ მორალური, არამედ პოლიტიკური უფლება აღარ აქვს, ვინმეზე ან რამეზე ისაუბროს. მათი ერთადერთი ინსტრუმენტია რეპრესია და ტერორი. მათი სურვილია, ამ ფორმით შეინარჩუნონ ძალაუფლება. არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ. ვინმეს თუ აქვს ლეგიტიმაცია, ეს არის საქართველოს პატრიარქი შიო მესამე, რომელსაც ჰქონდა სურვილი, პოლიტიკურ პატიმრებს დაეტოვებინათ საპატიმროები, თუმცა „ქართული ოცნება“, ქურდული ოცნება უშლის ხელს ამ პროცესს. სწორედ ამიტომაა, რომ რამდენიმე ადამიანმა დატოვა მხოლოდ საპყრობილე და არა ყველა პოლიტიკურმა პატიმარმა. შიო მესამის აღსაყდრებისას იყო პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის ჩვენი მხრიდან, რომ საჭირო იყო ამ პოლიტიკური კრიზისის დასრულება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რასაც არა მხოლოდ დაეთანხმნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები და პატრიარქი შიო მესამე, არამედ მათ დაიწყეს მუშაობა. ამ პროცესს ვინმე თუ უშლის ხელს, არის მხოლოდ ქურდული ოცნება, კრიმინალური, კორუფციული რეჟიმი, რომელსაც სურს, რეპრესიით და ტერორით შეინარჩუნოს ძალაუფლება ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პატიმრობაში მყოფი 72 პირი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდის სასჯელს, ისინი იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ. ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: „უსინდისობის პატიმრები“.