პრობლემები არ გადაიჭრება, თუ არ გვეყოლება ხელისუფლება და მთავრობა, რომელიც ანგარიშს გაუწევს საზოგადოებას და გააკეთებენ საზოგადო საქმეებს, -  ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, სანამ ხელისუფლების არჩევის რეალური შესაძლებლობა არ იქნება, ქვეყანაში არსებული პრობლემები არ გადაიჭრება.

"პრობლემები არ გადაიჭრება, თუ არ გვეყოლება ხელისუფლება და მთავრობა, რომელიც ანგარიშს გაუწევს საზოგადოებას და გააკეთებენ საზოგადო საქმეებს, სიკეთეებს და არა იმას, რაც თვითონ საკუთარი ინტერესებისთვის სურთ. სანამ არ გვექნება ჩვენ ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საზოგადოებასთან, ის არ იზრუნებს საზოგადოების პრობლემების გადაჭრაზე, ის იზრუნებს საკუთარი ბანდიტური ინტერესების შესრულებაზე. სანამ არ გვექნება კანონი, სანამ არ გვექნება პარლამენტი და მთავრობა, რომელიც იზრუნებს ამ პრობლემების მოგვარებაზე, მანამდე არსებულ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.