რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე რომ იტყვიან, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"არ ვიცი, მოლოდინი როგორ ვთქვა. ქალბატონი სალომეს მაგივრად როგორ ვილაპარაკო წინასწარ, როდესაც არ ვიცი, ხშირად არის არაობიექტური შეფასებები. რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის, ჩვენს მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე რომ იტყვიან, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე", - ასე უპასუხა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას რა მოლოდინი აქვს პრეზიდენტის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ხვალ წარდგება.