უნდა ვიმოქმედოთ, სანამ საქართველო მეორე ბელარუსი გახდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი წერს.

მისივე თქმით, ივანიშვილი თავის კონტროლს აძლიერებს.

"უფრო ღრმად იძირება საქართველო ავტოკრატიაში. ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია დაპატიმრებულია, ის მელიასა და ჯაფარიძეს უერთდება გისოსებს მიღმა. ივანიშვილი თავის კონტროლს აძლიერებს, განსხვავებულ აზრს ანადგურებს და სასამართლო დამოუკიდებლობას შლის. 

უნდა ვიმოქმედოთ, სანამ საქართველო მეორე ბელარუსი გახდა“, - წერს რიჰარდს კოლსი.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დღეს დააკავეს.