სამედიცინო ჩანაწერები მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი სცემეს. სახელმწიფოს რეაგირება ამაზე იმას მეტყველებს, რომ სახელმწიფო ამას ფარავს, -  ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

"სახელმწიფოს წარმომადგენლები, პენიტენციური დაწესებულების, მინიმუმ მათი ადმინისტრაცია და სხვა მომსახურე პერსონალი არიან დანაშაულის თანამონაწილეები, ისინი ფარავენ დანაშაულს. ეს არის ცხადი თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს ადამიანს, რომელიც ნაცემი იყო და მიყვანილი სიკვდილის პირას.

სამედიცინო ჩანაწერები მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი სცემეს. სახელმწიფოს რეაგირება ამაზე იმას მეტყველებს, რომ სახელმწიფო ამას ფარავს. ადამიანი სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს, სახელმწიფო კი ამას ფარავს. 

თუ კერძო პირებმა მიიყვანეს ეს ადამიანი სიკვდილამდე, მაინც სახელმწიფოა თანამონაწილე დანაშაულის იმიტომ, რომ პატიმარი როგორ აღმოჩნდა პენიტენციური დაწესებულების გარეთ, თუკი ეს მართლა ასე იყო", - განაცხადა სანდრო ბარამიძემ. 

46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში“ დაზიანებებით იყო გადაყვანილი, რომელიც 3-თვიანი კომის შემდეგ 5 მაისს გარდაიცვალა.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულის მიმართ ზეწოლას ან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.