ჩვენ ყველას ვხვდებით, ეს ნორმალური და სწორია. მე იმედი მაქვს, რომ შეგხვდება კიდევ და იმედი მაქვს, რომ საქმიანად საუბრის შესაძლებლობა გვექნება,  - ამის შესახებ "თავისუფალი ხალხის პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა დანაშაულია, ეს სისულელეა.

"დეტალებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი. ამის იქით არაფერი ურთიერთობა არ გაგრძელებულა.

ჩვენ ყველას ვხვდებით, ეს ნორმალური და სწორია. ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა დანაშაულია, ამას ვერ ვუშველი.

ბუნებრივია, როცა შენი პოლიტიკური წონა იზრდება, გიჩნდება შესაძლებლობა, რომ ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველს შეხვდე. მე მგონი, სისულელე იქნებოდა, ასეთი შესაძლებლობის არგამოყენება.

მე იმედი მაქვს, რომ შეგხვდება კიდევ და იმედი მაქვს, რომ საქმიანად საუბრის შესაძლებლობა გვექნება", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.