საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს, - ამის შესახებ გერმანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

საელჩოს განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ პროევროპულ ძალებს.

"კოალიციური შეთანხმება ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU), ქრისტიან-სოციალურ კავშირსა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) შორის (4472):

საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს", - აღნიშნულია განცხადებაში.