თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"სხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია და სავარაუდოდ, ორშაბათს ერთიანად წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. არსებობს 2 კლასიკური კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული მერობის კანდიდატი შეირჩევა სწორედ ამ კრიტერიუმებით. ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა.

ხშირ შემთხვევაში მოქმედი მერები რჩებიან საკუთარ პოზიციებზე. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა გვეყოლება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი სახეები, ახალი კანდიდატები. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ 63-ვე რეგიონულ მუნიციპალიტეტში მოიგებენ ჩვენი კანდიდატები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.