"თვითონ ივანიშვილი არის ФСБ-ს წევრი და ასრულებს დავალებას", - ამის შესახებ გენერალმა გიგი კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს, რუსეთში იყო რამდენიმე მილიარდის მფლობელი და ФСБ-ს გავლენა არ ჰქონდეს.

გენერალმა აღნიშნა, რომ ივანიშვილს "დავალებად აქვს მიღებული, ილაპარაკოს ტყუილები და ეს ინფორმაცია თავს მოახვიოს მოსახლეობას".

"ესენი არიან პუტინის წარმომადგენლები. თვითონ ივანიშვილი არის [ФСБ-ს] ახლო გარემოცვის წევრი. არ არსებობს რუსეთში, უკრაინაში ან დიდ ქვეყანაში იყო რამდენიმე მილიარდის მფლობელი, ასეთი განათლების მქონე, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი და არ ჰქონდეს გავლება ФСБ-ს. თვითონ არის ФСБ-ს წევრი, თვითონ არის წარმოდგენილი საქართველოში და ამას ასრულებს, რაც ჰქონდა დავალებად მიღებული, რომ რამდენი წელი არიან 11 თუ 12, ილაპარაკონ ტყუილი, მოახვიონ თავს ეს ინფორმაცია მოსახლეობას და აჩვენონ, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები იმაში, რომ ჩვენ ვიცავდით ქვეყანას ჩვენ საზღვრებში, არამარტო სამაჩაბლოში, არამედ აფხაზეთის რეგიონში", - განაცხადა გენერალმა გიგი კალანდაძემ "ტვ პირველის" ეთერში.