სასწრაფოდ გაუქმდეს გადაწყვეტილება აზია-აფრიკის და არაბული ქვეყნებიდან უვიზო მიმოსვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო აღიგვება პირისგან მიწისა პუტინების და შაჰ აბასების გარეშე, -  ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ერი გადაშენების პირასაა.

"რამდენიმე დღის წინ ოლიგარქმა გვაზეიმა ოჯახური სიწმინდის დღესასწაული, იმ ოჯახებიდან, საიდანაც მამა გაქცეულია თურქეთში სამუშაოდ, დედა სკანდინავიაში, ბავშვები თუ ჰყავთ, ბებია-ბაბუებზე არიან ჩაბარებული. ერი გადაშენების გზაზეა. ქართველობა 1 300 000 გავხდით ადგილზე, ანუ, ვართ უკვე უმცირესობა. ეს ყველაფერი მოიტანა ივანიშვილის დანაშაულებრივმა, მტრულმა პოლიტიკამ, რომლის მიზანია, რომ ქართველის ჭაჭანება აღარ იყოს ქვეყანაში და ამისათვის შემოიღო ნორმა, რომლის თანახმადაც, მთელი აზია, აფრიკა, არაბული სამყარო შემოდის აქ უვიზოდ და შედეგებს ვხედავთ.

გადახედეთ, უზარმაზარი სამშენებლო ფრონტია გახსნილი ვაკე-საბურთალოს გზაზე, სადაც შენდება არაბული ქალაქი და სადაც ყოველი კვადრატული მეტრი უკვე გაყიდულია არაბებზე. ამ სამუშაოებს აწარმოებს პუტინის და ლუკაშენკოს ოლიგარქი აზერბაიჯანელი მილიარდერი აგალაროვი, რომელიც ყველაფერთან ერთად მხილებულია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით ინციდენტებში.

ეს ერის დამთავრების ნიშანია, ივანიშვილის სარდლობით და  თამადობით. აი, ამაშია საქმე.

ეს იყო ხაზარაძის ტერიტორია და როგორ მოხვდა რუს ოლიგარქებთან და აგალაროვებთან. ეს ძალიან ცუდია. სასწრაფოდ გაუქმდეს გადაწყვეტილება აზია-აფრიკის და არაბული ქვეყნებიდან უვიზო მიმოსვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო აღიგვება პირისგან მიწისა პუტინების და შაჰ აბასების გარეშე " , - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.