სინამდვილეში, ეს არის არა ბრძოლის ველი, არამედ რაღაც დანაღმული ველი, რომლის შესახებაც წინასწარ იცი, მაგრამ შედიხარ და ფეთქდები - ზუსტად ამას ნიშნავს ეს ე.წ. არჩევნები, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ჩაინიშნება არჩევნები, რომელიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მისი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

"სინამდვილეში, ეს არის არა ბრძოლის ველი, არამედ რაღაც დანაღმული ველი, რომლის შესახებაც წინასწარ იცი, მაგრამ შედიხარ და ფეთქდები - ზუსტად ამას ნიშნავს ეს ე.წ. არჩევნები.

თუ ჩაინიშნება არჩევნები, რომელიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ცენტრალური კომისია ივანიშვილის ზეწოლისგან, გავლენებისგან იქნება თავისუფალი და სასამართლოც იქნება თავისუფალი, ცხადია, მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ამ მოცემულობაში ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის წარმოუდგენელია, კამპანიის ნაწილში ბილბორდებზე გამოჩნდეს ბედნიერი სახეების პოლიტიკური ლიდერები და მოუწოდებდეს ხალხს არჩევნებზე მისვლას, როცა იცი, რომ ეს არჩევნები არ არის.

მათ ეშინიათ იმ ხისტი გადაწყვეტილებების, რაც "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა, მათ წინააღმდეგ მიიღოს", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.