პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს ეხმაურება.

"რატოა ყურადსაღები მორიგი რუსული არსის კანონი მანიფესტაციებზე?

1. პოლიტიკური კონტექსტი - სუსის ბრიფინგშივე კანონის მიღებას უკავშირებენ რუსულად შეთითხნილ საქმეებს. რაღაც მოიგონა რუსულმა სუსმა და თავისი მოგონილით ხსნის დამატებით შეზღუდვებს. განაცხადი არის პროტესტის შეზღუდვა საუკეთესო რუსულ ტრადიციებში

2. შინაარსი - საქმე არა უბრალოდ კარავშია (რაც თავისთავად პრობლემაა), არამედ მაგალითად აპარატურა ან სცენის მოწყობაში, რაც დაკავშირებულია თანხებთან და კერძო ბიზნესთან. სცენის ან აპარატურის კონფისკაციის რისკი, პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის ნორმალური აქციის ორგანიზებას

ამასთანავე, სულ რომ აქცია აკრძალონ, მაინც მიიღებენ პროტესტს, ეს ჩვენ არ გაგვაჩერებს ცხადია, მაგრამ მათი ტრაექტორია კარგად უნდა ვამხილოთ შიგნითაც და გარეთაც", - წერს ელენე ხოშტარია