ერთადერთი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი არის ახალი არჩევნები, რომ პროცესები წარიმართოს ჩარჩოებში. როცა ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობა, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი არჩევნებისთვის აუცილებელია დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის არსებობა.

"ეს ხალხი იცავს საქართველოს კონსტიტუციას და ამის  გამო, მათ ათავისუფლებენ სამსახურებიდან. ჩვენ ბევრი მათგანის, 50-ზე მეტი დაზარალებულის უფლებას ვიცავთ და დამატებით სხვა უწყებების თანამშრომლებიც გვეხმარებიან ამაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თუკი მომავალში კიდევ ვინმეს იქნება განსხვავებული აზრი, ყველასთან მივა ასეთი გადაწყვეტილებები.

მივმართავ "ქართული ოცნების" ჯერ კიდევ მხარდამჭერებს - აუცილებლად, როცა მათ განსხვავებული აზრი ექნებათ, მათთანაც მივლენ, იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე ერთგულებიც კი არ დაინდო და მათ წინააღმდეგაც მიიღეს გადაწყვეტილებები.

ძალიან მნიშვნელოვანია ახალი არჩევნების საკითხი. ერთადერთი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი არის ახალი არჩევნები, რომ პროცესები წარიმართოს ჩარჩოებში. როცა ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობა. ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ", - განაცხადა ნინო დოლიძემ.