მიმიფურთხებია ისეთი კაცობისთვის, რომელსაც მამუკა მდინარაძის და დანარჩენების მიღებული კანონის გარეშე ვერ დაიცავს ქართველი კაცი, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" საკითხს ამგვარად აყენებს - ევროპაში უვიზოდ სიარული უნდა მოსახლეობას, თუ საკუთარი კაცობის დაცვა.

"ქართული ოცნება" გვეუბნება - ევროპაში უვიზოდ სიარული გვინდა თუ საკუთარი კაცობის დაცვა და გვეუბნებიან, რომ საკუთარ კაცობას ვერ დავიცავთ, თუ ის კანონი არ გვექნება, რაც მივიღეთ. 

მიმიფურთხებია ისეთი კაცობისთვის, რომელსაც მამუკა მდინარაძის და დანარჩენების მიღებული კანონის გარეშე ვერ დაიცავს ქართველი კაცი. არ მჭირდება მე კანონი იმისთვის, რომ საკუთარი კაცობა დავიცვა და არ მეშინია. ყველას შევეკითხები - ვინ ფიქრობთ, რომ მამუკა მდინარაძის მიღებული კანონის გარეშე საკუთარ კაცობას ვერ დაიცავთ?! სასაცილო არ არის ეს?! 

ადამიანებო, ეს ხალხი პირდაპირ გეუბნებათ, რომ შენ შენს კაცობას ვერ დაიცავ და ამიტომ, მე კანონი უნდა მივიღოო, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი დაიწყო იმ კასკადის შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" დაატრიალა ქვეყანაში, პოლიტპატიმრები გვყავს და ამის შემდეგ დაიწყო ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი და არა მაშინ, როცა ანტილგბტ კანონი მიიღეს ", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.