გვაბრუნებენ ისევ სავიზო რეჟიმის ხანაში. გვყავს ის თვითმარქვია რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, - ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემაა, როცა ევროკავშირთან საქართველოს მხრიდან ყველაფერი შეჩერდა.

"გვაბრუნებენ ისევ სავიზო რეჟიმის ხანაში და აქ პრობლემა იმაში კი არ არის, "ქოცებს" შეექმნებათ თუ არა სამოგზაურო დისკომფორტი და მოუწევთ თუ არა ვიზების აღება, არამედ პრობლემა არის საქართველოს ინტერესების გატარებაში, საქართველოს მომავალში, ევროკავშირში ჩვენს ინტეგრაციაში, რომელშიც ყველაფერი შეჩერდა, შეფერხდა იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ის თვითმარქვია რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სავიზო რეჟიმი ამოქმედებულია დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებზე.