უნდა შეეშვან ღია კარის მტვრევას, თავი უნდა დააღწიონ გარე ძალების იმედად ყოფნას და გაიაზრონ, რომ სანქციები, რომელსაც მოელიან, უკვე მოქმედებს, ამის მიღმა კი რესურსი მათ პატრონებსაც აღარ გააჩნიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ ერთ წრეზე სიარულის გაგრძელება მოუწევთ, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

მისი თქმით, ქართულ ოპოზიციას კვლავ ერთ წრეზე სიარულის გაგრძელება მოუწევს, თუ „ღია კარის მტვრევას“ არ შეეშვებიან და გარე ძალების იმედად ყოფნას თავს არ დაანებებენ.

"მეორე მხრივ, უნდა შეეშვან ღია კარის მტვრევას, თავი უნდა დააღწიონ გარე ძალების იმედად ყოფნას და გაიაზრონ, რომ სანქციები, რომელსაც მოელიან, უკვე მოქმედებს, ამის მიღმა კი რესურსი მათ პატრონებსაც აღარ გააჩნიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ ერთ წრეზე სიარულის გაგრძელება მოუწევთ, რაც უსაფუძვლო წარმოდგენების, შემდეგ მოლოდინის შექმნასა და სასურველის რეალობად გასაღებას, ბოლოს კი იმედგაცრუებას გულისხმობს“, - წერს შათირიშვილი.