პუტინს ილუზია აქვს შექმნილი, რომ ამ ომში მას უპირატესობა აქვს და კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ თითო ნასოფლარს რომ აიღებენ, ეს ჰგონიათ დიდი წარმატება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ აჩვენა, რომ არავითარ შემთხვევაში მას კაპიტულანტური მოთხოვნები არ უნდა წაუყენო.

"პუტინს ილუზია აქვს შექმნილი, რომ ამ ომში მას უპირატესობა აქვს და კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ თითო ნასოფლარს რომ აიღებენ, ეს ჰგონიათ დიდი წარმატება, მაგრამ თუ შევხედავთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ეს ილუზია არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს ამ ილუზიაში ცხოვრობს, რაც მათ კარგს არაფერს მოუტანს. 

უპირატესობა ამ შემთხვევაში უკრაინას აქვს. მოლაპარაკებების ფონზე, რომელიც სტამბოლში იმართება, უკრაინულმა მხარემ აჩვენა, რომ არავითარ შემთხვევაში მას კაპიტულანტური მოთხოვნები არ უნდა წაუყენო, რომელსაც რუსეთი ყოველ შეხვედრაზე უყენებს უკრაინულ მხარეს და რის გამოც, ფაქტობრივად, განწირულია ეს მოლაპარაკებები და შეუძლებელია რაიმეზე შეთანხმება იმიტომ, რომ რუსეთი ითხოვს ერთადერთ რაღაცას - უკრაინის კაპიტულაციას. უკრაინამ კი აჩვენა, რომ არ არის ისეთ მდგომარეობაში, კაპიტულაციაზე დათანხმდეს", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

უკრაინამ რუსეთის მთავარ სამხედრო აეროდრომებს დაარტყა. განადგურებულია 40-ზე მეტი თვითმფრინავი.