სალომე ზურაბიშვილის ვალია, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი სააკაშვილი და ამ პოლიტიკური პროცესის, ხელისუფლების ცვლილების შედეგად, შეიძლება სალომე ზურაბიშვილი მეორე ვადით გახდეს პრეზიდენტი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის წევრმა" ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს.

"ყველამ უნდა იმოქმედოს გაბედულად, იმისათვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება. სალომე ზურაბიშვილის ვალია, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი სააკაშვილი და ამ პოლიტიკური პროცესის, ხელისუფლების ცვლილების შედეგად, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი მეორე ვადით გახდეს პრეზიდენტი. აქამდე უნდა მივიდეთ. ახლა ქვეყანას სჭირდება გაბედული ნაბიჯები, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარდეს ნორმალურად და ის, რომ ცვლილება გაფორმდეს. ამიტომ, ეს პროცესი არის შორეული პერსპექტივა, მანამდე სალომე ზურაბიშვილს და პოლიტიკურ სპექტრს სხვა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი", - განაცხადა  ნიკა ობოლაძემ.