შვედეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 10,6-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში ხმის მიცემის უფლება 8 მილიონ ადამიანს აქვს.

ქვეყნის მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოს ახალ 349 დეპუტატს, ასევე მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლებას ირჩევს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათამდე იმუშავებს. ეგზიტპოლების და ხმების წინასწარი დათვლის შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი.

დასავლური მედიის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ დაძაბული არჩევნების შედეგად ან ულტრამემარჯვენე ძალები პირველად შევლენ მთავრობაში, ან ხელისუფლებას მემარცხენე ოპოზიცია დაიბრუნებს.