ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა-ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა. 

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, გარდაცვლილია 2 წლის ბავშვი.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.