ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი აძლევს შესაძლებლობას სამთავრობო პროპაგანდას, რომ ვიზიტი გამოიყენონ მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით. ეს გავუზიარეთ ეუთოს გენერალურ მდივანსაც, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთოს გენმდივანთან განიხილეს ახალი არჩევნების მოთხოვნის საკითხიც.

"ჩვენ კვლავ ვრჩებით იმ აზრზე, რაც გავუზიარეთ მათ შორის ეუთოს გენერალურ მდივანს, რომ ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი აძლევს შესაძლებლობას სამთავრობო პროპაგანდას, რომ ვიზიტი გამოიყენონ მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით. ეს წუხილი, რა თქმა უნდა, ბატონ გენერალურ მდივანსაც გავუზიარეთ იმიტომ, რომ ამაში დასამალი არაფერი არ არის. 

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ არის ის, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ საერთო დემოკრატიული ძალების და ქართველი მოთხოვნა, ეს არის ახალი საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნები", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა.