ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. 

"ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მადლობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის. დამწვარია საფეხმავლო ხიდის ხის საფარის 4 კვადრატული მეტრი, დაზიანებულია მოაჯირის ნაწილი” , - განაცხადა ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ.

დავით კოდუას განცხადებით, ხიდის დაზიანებული ნაწილის აღდგენა დილითვე დაიწყება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.