მდინარე ენგურში გვიან ღამით ავტომობილი გადავარდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

უბედური შემთხვევა მესტიაში, ჭუბერში მოხდა. როგორც ცნობილია, დაღუპულია ცოლ-ქმარი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.