ხაშურის რკინიგზის მემანქანე  სარკინიგზო ტრანსპორტიდან  ე.წ ДГК-დან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "მოზაიკა" ავრცელებს. 

 შემთხვევა დღეს, 27 მარტს მოხდა.

"მოზაიკას" ინფორმაციით, მემანქანე გაჩერებული ტრანსპორტიდან გადმოვარდა, თავი დაარტყა ლიანდაგს და ადგილზე გარდაიცვალა.