ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - ავტოქარხნის დასახლებაში საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.