ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა.
მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა.
მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
1789318500
მისი თქმით, ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს რუსეთის ტერიტორიაზე დიზელის საწვავის ობიექტებზე დარტყმები, რადგან ეს მსოფლიო ბაზარზე დიზელის საწვავის დეფიციტს იწვევს."ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს – მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება. მას შეუძლია სამიზნეებზე დარტყმა, მაგრამ არა დიზელის საწვავზე, რადგან ის დიზელის საწვავის დეფიციტს იწვევს“, – განაცხადა ტრამპმა.აგვისტოში, რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმების ტალღა განხორციელდა.ერთ-ერთი ბოლო სამიზნე იყო სარატოვის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომელსაც წელიწადში თითქმის 5 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია, თუმცა დრონებით დარტყმებმა ხანძარი გამოიწვია და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ობიექტის დაზიანება დაადასტურა.ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული ნავთობგადამუშავება ომამდელი მოცულობის დაახლოებით 30%-ს დაკარგავს და აღდგენას სულ მცირე წელიწად-ნახევარი დასჭირდება.
1789301009
მისივე თქმით, პუტინი მზად არის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში შეხვდეს."მასთან მოსკოვში შეხვედრის მზადყოფნა არსებობს“, – აღნიშნა პესკოვმა.მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად იყო, მაიამიში G20-ის სამიტზე ჩასულიყო და პუტინს შეხვედროდა, თუ სამიტს რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრებოდა.
1789299873
"ბევრჯერ მითქვამს და დამიწერია, რომ საქართველოს სამედიცინო საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პატივსაცემი საზოგადოებაა. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ სოლიდარობით და მოსახლეობის განსაკუთრებული მობილიზებით, რაც ქვეყანამ ქალბატონი მაია კოხტაშვილის შემთხვევასთან დაკავშირებით იხილა. ალბათ, არც არის გასაკვირი, თუ რამდენად დიდი იმედია მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში, ისეთი გულისხმიერი და მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის არსებობა, როგორიც ქალბატონი მაიაა. სოციალურ მედიაში, ალბათ, გაეცანით ქვეყნის წამყვანი ნევროლოგების და ფსიქიატრების შეფასებებს ქალბატონი მაიას პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. მე სრულად ვენდობი და ვიზიარებ მათ პოზიციას. ჩემი პირადი კავშირებითაც გადავამოწმე ინფორმაცია ახმეტაში და ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელიც ქალბატონი მაიას პიროვნებასა და პროფესიონალიზმს უარყოფითად აფასებდა. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მოსახლეობას სჯერა ექიმის — მისი რჩევების, რეკომენდაციების, დანიშნული მკურნალობის - და, როდესაც უჭირს, მოუთმენლად ელოდება მასთან შეხვედრას. სწორედ ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა ვცდილობდეთ იმ მეთოდებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვნახეთ, ჩრდილი მივაყენოთ მთლიანად სამედიცინო საზოგადოებას. რატომ ვუბრუნდებით იმ ავად სახსენებელ პერიოდს, როდესაც აქტუალური იყო კამპანია - „შავი ლაქები თეთრ ხალათზე“? რა სიკეთე მოუტანა ამ მოძრაობამ საზოგადოებას, გარდა სამედიცინო საზოგადოებისადმი ნდობის შერყევის მცდელობისა? მაშინაც მოსახლეობა არ აჰყვა ამ კამპანიას და, ვფიქრობ, ახლაც საზოგადოებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ არ მიიღებს მსგავს მიდგომას — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობენ მაღალი ავტორიტეტისა და საუკეთესო რეპუტაციის მქონე ექიმი სრულიად მიუღებელი ფორმით წარმოაჩინონ. დავფიქრდეთ: ასეთ პოლარიზებულ საზოგადოებაში კიდევ ნუ დავასხამთ ნავთს ცეცხლზე. ამას ნამდვილად არ იმსახურებს მრავალჭირნახული და ღირსეული საქართველოს სამედიცინო საზოგადოება.ამასთან ერთად, აუცილებელია, დავფიქრდეთ იმ რეგულაციებზეც, რომლებსაც მტკიცებულებებისა და სათანადო პროგნოზირების გარეშე ვიღებთ. ნაჩქარევად მიღებულმა და არასათანადოდ შეფასებულმა რეგულაციებმა შესაძლოა, საბოლოოდ, პაციენტებს უფრო მეტი ზიანი მოუტანოს და რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს სამედიცინო პერსონალი. ექიმის უპირველესი მოვალეობა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ექიმს არ უნდა უწევდეს შიშით ფიქრი იმაზე, რომ პაციენტის ტკივილისა და ტანჯვის შესამსუბუქებლად გადადგმულმა პროფესიულმა ნაბიჯმა შესაძლოა, სამართლებრივი ან სხვა სახის სანქცია გამოიწვიოს.ამიტომ მივმართავთ გადაწყვეტილების მიმღებებს: გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ ნაჩქარევად მიღებულ რეგულაციებს და შეაფასოთ მათი შესაძლო შედეგები როგორც პაციენტებისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის. ჯანდაცვის პოლიტიკა და რეგულირება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, პროფესიულ კონსულტაციებსა და შედეგების წინასწარ შეფასებას და არა ემოციებს, პოლარიზაციას და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს", - წერს გამყრელიძე.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ დააკავეს ახმეტის კლინიკის ექიმი, რომელმაც, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტი დაუმზადა. მაია კოხტაშვილი სასამართლოზე ამბობდა, რომ მასთან დასახმარებლად მამაკაცი მივიდა, რომელიც ექიმს არწმუნებდა, რომ ბებიის მკურნალობისთვის კონკრეტული წამალი სჭირდებოდა. ექიმს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომელიც მოქალაქეებმა შეუგროვეს და ამჟამად თავისუფალია.
1789290742
ქვეყნის მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოს ახალ 349 დეპუტატს, ასევე მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლებას ირჩევს.საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათამდე იმუშავებს. ეგზიტპოლების და ხმების წინასწარი დათვლის შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი.დასავლური მედიის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ დაძაბული არჩევნების შედეგად ან ულტრამემარჯვენე ძალები პირველად შევლენ მთავრობაში, ან ხელისუფლებას მემარცხენე ოპოზიცია დაიბრუნებს.
1789284722
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ“, „მცენარე კანაფი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს. ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები.პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
1789284275
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ბრალდებულების დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ მიერ ჯგუფურად, უკანონოდ შეძენილი და შენახული სხვადასხვა მოდელის 4 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 156 საბრძოლო ვაზნა და 5 მჭიდი.პოლიციამ სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1789280556
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 506 900 (+1 520) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 13.09.26-მდე: ტანკები – 12 344 (+2), ჯავშანტექნიკა – 25 330 (+8), საარტილერიო სისტემები – 49 678 (+77), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 120 (+5).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 635 (+2), თვითმფრინავები – 442 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 603 (+17); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 514 317 (+2 142), ფრთოსანი რაკეტები – 5 111 (+8).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 148 259 (+410), სპეციალური ტექნიკა – 4 681 (+5).
1789245633
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 00:10 საათზე ქალაქი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 24კმ-ში, სოფელი სამებადან 4კმ-ში დაფიქსირდა.მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3(ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ ომში წავიდა და რუსეთში მოხალისეთა ინტერნაციონალური დანაყოფი "გეორგიევსკი" ჩამოაყალიბა
1788801473
საქართველო-მოსკოვის რეისის სამგზავრო ავტობუსის სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
1788081309
"ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში რომ ამხელს კობახიძეს და მდინარაძეს, დასაიგნორირებელი ვერ იქნება"
1788281645
"გირჩის" წევრები ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებენ
1788789311
7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1788723432