შეიძლება ჩვენც დაგვაკავონ, არის ამის ინფორმაციები, არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს, მთავარია, რომ აქციის ორგანიზატორები ჩამოგვაშორონ ხალხს, - ამის შესახებ ჭიათურელმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დირექტორმა თენგიზ გობერიძემ ნახირის ჯოგი უწოდა აქციის მონაწილეებს.

"ველოდებოდით ვითარების გამწვავებას, პროვოკაციებს, თუმცა ასეთ შედეგს არ ველოდით, მაგრამ ვართ ყველაფრისთვის მზად. შეიძლება ჩვენც დაგვაკავონ, არის ამის ინფორმაციები, არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს, მთავარია, რომ აქციის ორგანიზატორები ჩამოგვაშორონ ხალხს.

დირექტორმა თენგიზ გობერიძემ ნახირის ჯოგი უწოდა აქციის მონაწილეებს. აქვს დიდი დანაშაულები ჩადენილი, ადამიანის გარდაცვალებები დაფიქსირდა მის საწარმოში მისივე მმართველობის პერიოდში",  - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება. გვიან ღამით პროტესტის მონაწილე 4 მაღაროელი დააკავეს. როგორც ცნობილია, დაკავებულია მერაბ სარალიძე, გიორგი მეფარიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი.

შსს-ს ინფორმაციით, მაღაროელები ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით არიან დაკავებული.