სასამართლომ ბრიტანელი ომის ვეტერანს 100 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, ასევე, საქართველოდან გაძევება მიესაჯა და ქვეყანაში შემოსვლა 20 წლით აუკრძალა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროკურატურის საპროცესო შეთანხმების პირობები დააკმაყოფილა.

მეთიუ როი დესმონდი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გაასამართლეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემოტანას გულისხმობს და 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ადვოკატების განცხადებით, ომის ვეტერანს ექიმის დამოწმებული დანიშნულება ჰქონდა ყველა იმ მედიკამენტზე, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლად იყენებდა და რაც საქართველოში არალეგალურად ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანად ჩაეთვალა.