სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა.

დაკავებულ ექიმს გუშინ რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან.

სასამართლომ დღესვე სამოქალაქო აქტივისტი ნიკოლოზ შურღაია 14 დღით ციხეში გაუშვა, მასაც რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან. 

რუსთაველის გამზირზე 22 ოქტომბერს 30-მდე მოქალაქე დააკავეს.