69 წლის ასაკში მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

დონარა გვრიტიშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობა გაუწიეს, სამშობლოში კი ორი თვის წინ დაბრუნდა.

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს დონარა გვრიტიშვილის შვილი გიორგი ხოსროშვილი შეიწყალა. მსახიობის ბოლო სურვილი შვილის ნახვა იყო.