მოვუწოდებ სახალხო დამცველს, შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სურსათის უვნებლობას, შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სანიტარიულ ნორმებს, რადგან  გლდანის დაწესებულებაში ყველა პატიმარს სჭირდება დახმარება, - ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პატიმარს სჭირდება დახმარება, რომ იკვებონ სწორად და ჰქონდეთ სწორი და ჯანსაღ საკვები.

"მინდა მივმართო სახალხო დამცველს -  როდესაც ბიუჯეტიდან 10 ათას ლარზე მეტი გერიცხება, როდესაც მაღაზიაში შედიხარ, ხომ ნახულობ, ეს საკვები ვარგისი არის თუ არა?! ვადა ხომ არ აქვს გასული, ხომ ნახულობ. აბა რა დაგემართა? გლდანის ციხეში რატომ არ გაინტერესებს ის, რომ პატიმრები ყოველდღე დახმარებას ითხოვენ. აკრძალულია, რომ მოსახლეობამ, ოჯახის წევრებმა საჭმელი შეუგზავნონ. ყველას ხომ არ აქვს თანხა, მაღაზიაში იყიდოს საკვები? გლდანის ციხეში, ძალიან ბევრ პატიმარს უწევს ვადაგასული საჭმლის ჭამა.

მოვუწოდებ სახალხო დამცველს, შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სურსათის უვნებლობას, შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სანიტარიულ ნორმებს, რადგან  გლდანის დაწესებულებაში ყველა პატიმარს სჭირდება დახმარება, რომ იკვებონ სწორად და ჰქონდეთ სწორი და ჯანსაღ საკვები", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.