საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია გორში მომხდარი ფაქტის მიმართ, ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა, ფაქტი, თუმცა მიმაჩნია, რომ დღეს საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა. საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ. სულ ეს არის, რაც შემიძლია, დღეს ვთქვა. ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს მოხდა სპონტანურად. ისინი იმყოფებოდნენ კონკრეტულ ამოცანაზე“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.