დარწმუნებული ვარ, ისევ მანკიერ პრაქტიკას გააგრძელებენ და 48 საათის განმავლობაში ეყოლებათ ეს ადამიანები იზოლატორში, - ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულ მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადეს.

"პირველ რიგში, მათ შეეზღუდათ დაცვის უფლება, რადგან შსს არ გვეუბნებოდა სად გადაიყვანეს, როგორ გადაიყვანეს. ახლა, დარწმუნებული ვარ, ისევ მანკიერ პრაქტიკას გააგრძელებენ და 48 საათის განმავლობაში ეყოლებათ ეს ადამიანები იზოლატორში.

დააკავეს ახალგაზრდა ადამიანები, რომლებზეც იძალადეს. ერთი მხრივ, მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო და ასევე, მათზე იძალადეს, ათრიეს თმებით და ჩაარტყეს მუცლისა და ფილტვების არეში", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

შსს-ს ცნობით, თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით 17 პირია დაკავებული.