მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

31 წლის ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატი კარიერაში პირველად მოიგო.

ის აქამდე პლანეტის პირველობის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს ფლობდა.