მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული, უვადო პატიმრობა მისჯილი მაგდა პაპიძე საპატიმროში გათხოვდა.

"ჯორჯიან თაიმსის" ინფორმაციით, პაპიძემ ხელი მის თანაკლასელთან რამდენიმე თვის წინ მოაწერა, თუმცა ამ დრომდე ხანგრძლივი პაემანი არ მოუთხოვია.

როგორც "ჯორჯიან თაიმსის" წყარო აცხადებს, პაპიძეს და საპატიმროში საერთოდ აღარ აკითხავს, დედა კი იშვიათად მიდის.

მკვლელობა თბილისში 2015 წლის 19 დეკემბერს მოხდა. ცნობილი გახდა, რომ მაგდა პაპიძემ ქმარი და შვილი მოკლა, შემდეგ კი კვალის წაშლას შეეცადა, თუმცა, მისთვის საბედისწერო სისხლის ლაქა აღმოჩნდა, რომელიც გამომძიებლებმა სახლში იპოვეს.

მაგდა პაპიძე ერთადერთი უვადო პატიმარი ქალია საქართველოში, თუმცა თავს დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს. მან პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა.