მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" რამდენიმე პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიცია მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნიდან" და რუსთაველიდან ამოსულ მოქალაქეებს, რომლებიც საპროტესტო აქციისკენ მიემართებიან, ჩხრეკს და აკავებს. 

მათივე თქმით, მოქალაქეებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და ერთი ახალგაზრდა დაკავებას გადაარჩინეს.

სამართალდამცველების თქმით, დათვალიერების მიზანი კანონსაწინააღმდეგო ნივთის ქონის შემთხვევაში, მათი ჩამორთმევაა.