ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე 4 000 ლარით დააჯარიმეს, მარიამ გეგუჩაძე 3 000 ლარით, გიგა მაქარაშვილი - 4 000 ლარით.

11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს "ქართული ოცნების” დეპუტატებთან დაკავშირებული ფეისბუკპოსტების გამო სასამართლოში იბარებდნენ.

2025 წლის თებერვლიდან ამოქმედებული კანონის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმების და პატიმრობის ვადები იზრდება.