"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. 

სხდომა 13 ივნისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

პროცესის გადადების მიზეზი ნიკა გვარამიას პროცესზე გამოუცხადებლობა გახდა.

ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ედება ბრალად.

მას 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდის ვადაც 7 ივნისს იწურება. გირაოს გადახდას კი ნიკა გვარამია არ აპირებს.