თბილისში, პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

მოქალაქეების მიმართულებით იყენებენ წყლის ჭავლს, მანამდე კი რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები შსს-მ სპეციალური ხმოვანი სიგნალით გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა. 

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას.

პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: "მონებო! დადექით საქართველოს გვერდით!“

28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, რასაც საქართველოს მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.