პარლამენტის შენობის წინ სამი ადამიანის დააკავეს.

დაკავებული არიან სტუდენტები თაკო გვილია, თათია აფრიამაშვილი და ლუკა გოგია.

ჯერჯერობით უცნობია სად არიან ისინი გადაყვანილი.

როგორც რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, ისინი კიბეებთან მცირე სკამების დადგმას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.