კრასნოდარის ოლქის უსტ-ლაბინსკის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი, იგივე შაქრო "მალადოი", რომელიც გამოძალვისთვის იყო გასამართლებული, ვადაზე ადრე გაათავისუფლა.

"სასამართლომ დააკმაყოფილა კალაშოვის ზ.კ.-ს მოთხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. სასამართლო სხდომა დღეს დახურულ კარს მიღმა გაიმართა", - აცხადებენ სასამართლოს პრესსამსახურში. ამ დრომდე გადაწყვეტილება პროცესის არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.

კალაშოვი დამნაშავედ გამოძალვის ორ ბრალდებაში 2018 წლის მარტში ცნეს, სასამართლომ მას თავისუფლების 9 წლითა და 10 თვით აღკვეთა მიუსაჯა.