თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის აქტივისტი გიორგი მინდაძე პატიმრობაში დატოვა.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად.

მის წინააღმდეგ გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

გამოძიების ცნობით, მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა.

გიორგი მინდაძე 2024 წლის პირველ დეკემბერს დააკავეს.