თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს. ის დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, რადგან მის სახლში ჩხრეკის დროს შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

ელიზბარაშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ადვოკატის თქმით, ამოღებულია ერთი იარაღი, რომელიც კანონიერად აქვს გაფორმებული თამაზ ელიზბარაშვილს.

ია სირანაშვილის თქმით, დაკავების დროს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მანამდე ლისზე, პოლიციელებმა თამაზ ელიზბარაშვილის კუთვნილი ავტომობილი გაჩხრიკეს, შემდეგ კი სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ.

გამოძიება თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.