თამაზ ელიზბარაშვილის საცხოვრებელი კორპუსთან კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველებს ელიზბარაშვილის ბინაში ჩხრეკის ჩატარება სურთ, თუმცა ოჯახი მათ კარს არ უღებს.

ადგილზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სამაშველო სამსახურიც რომელიც, სავარაუდოდ, ელიზბარაშვილის საცხოვრებელი ბინის კარს გაჭრის, რათა სამართალდამცველებმა შიგნით შესვლა მოახერხონ.

მანამდე ლისზე, პოლიციელებმა თამაზ ელიზბარაშვილის კუთვნილი ავტომობილი გაჩხრიკეს. ბიზნესმენი მომხდარს დაშინების მცდელობად აფასებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.